"ხეპრე ადამიანების თავყრილობა"- გია ვოლსკი "მთავარი არხის" თანამშრომლებს

19 ნოემბერი 2019, 14:59 1664 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ "მთავარი არხის" თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. მისი განცხადებით, "მთავარი არხი" არ არის ტელევიზია, ის  "ხეპრე ადამიანების თავყრილობაა". უმრავლესობის დეპუტატმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანიის ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა.

"თქვენ არაფერი არ მკითხოთ, თქვენ არა ხართ ტელევიზია, ეგ არის ხეპრე ადამიანების თავყრილობა. რომლებიც ხელმძღვანელობენ სამწუხაროდ თქვენ, წესიერ ადამიანს. ვერ არჩევენ რას ნიშნავს მედია, რას ნიშნავს პარტიული ქვედანაყოფი და რას ნიშნავს ნორმალური, ადამიანური საუბარი. თუ ეს საუბარი არ ესმით კეთილი ინებონ და ნუ დაგავალებენ შეკითხვების დასმას.

თქვენ ჟურნალისტი არ ხართ, თქვენ პირადად ხართ, მაგრამ თქვენი დაწესებულება არ არის ჟურნალისტების ადგილი. ყველა პატიოსანი ჟურნალისტი, ვისაც თავმოყვარეობა აქვს, იმ განცხადებების მერე, რაც თქვენმა ხელმძღვანელობამ გააკეთა, გარკვეულ პოზიციას უნდა გამოხატავდეს", — ასე მიმართა გია ვოლსკიმ "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში