სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის პირველად ლიდერობა დაკარგა საპატრიარქომ - აირაის ახალი კვლევით პირველ ადგილზე უკვე ჯარია

19 ნოემბერი 2019, 18:30 1326 ნახვა

სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის პირველად ლიდერობა დაკარგა საპატრიარქომ - აირაის ახალი კვლევით პირველ ადგილზე უკვე ჯარია, რეიტინგში ბოლოა სასამართლო. მოსახლეობისთვის უმთავრეს პრობლემად ისევ  უმუშევრობა და სიღარიბე რჩება. რაც შეხება პოლიტიკურ ნაწილს,  78-ი პროცენტი არჩევნების პროპორციულ სისტემას ემხრობა.გაიზარდა ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა.

აირაის კვლევებს უნდობლობას უცხადებს მმართველი გუნდი, აცხადებენ, რომ      საზოგადოებრივი აზრის საუკეთესო კვლევა მხოლოდ არჩევნებია. ოპოზიცია კი ამბობს, ის რომ  „ქართული ოცნება“ ნებისმიერ სამართლიან საარჩევნო სისტემაში დამარცხდება, ამაზე კვლევაც მიუთითებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში