„ბოქლომების ომი“ პარლამენტში

19 ნოემბერი 2019, 20:06 1481 ნახვა

რომან გოცირიძემ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დალუქა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ეს პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებებზე პასუხია, რომელმაც მისი თქმით ბიუროზე პერფორმანსი დადგა. გოცირიძის განცხადებით ისინი პლენარული სხდომის მუშაობას  ბოიკოტს უცხადებენ.  სხდომა მომავალ კვირასაა ჩანიშნული და ის ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება - აცხადებს  არჩილ თალაკვაძე.

ირაკლი კობახიძის თქმით კი უკვე დაწყებულია კონსულტაციები კომიტეტების თავმჯდომარეების შესარჩევად. სწორედ კომიტეტების თავმჯდომარეების ნაწილმა დატოვა გასულ კვირას, კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ,  უმრავლესობა. მათ შორისაა თამარ ხულორდავა, რომლის  სახელი და გვარი კაბინეტის შესასვლელიდან დღეს ჩამოხსნეს.


კიდევ ერთი ყურადღებამისაქცევი ფაქტი, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ჟურნალისტების მისამართით გაკეთებული განცხადებებია. გიორგი ვოლსკიმ „მთავარ არხს“ „ხეპრეების თავყრილობა“ უწოდა. კახა ოქრიაშვილმა კი ჟურნალისტებს „დებილები.“ 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში