ბათუმის სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდა

20 ნოემბერი 2019, 15:40 1781 ნახვა

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდა. ცენტრმა 4 ერთეული მაღალი გამავლობის, საჭირო მოწყობილობით აღჭურვილი ტოიოტას ფირმის მანქანა შეიძინა. ტექნიკის ღირებულება 574 ათას ლარს შეადგენს. ახალი ტექნიკა ქალაქის მერმა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერეს.

დაგეგმილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის განახლებაც. ამ დროისთვის ბათუმის მოსახლეობას თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 13 ბრიგადა ემსახურება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში