ხელისუფლებას აღარ უნდა ამ დოზით თავისუფალი სიტყვა, კარს მოდგა არჩევნები" - ინგა გრიგოლია

21 ნოემბერი 2019, 01:40 1921 ნახვა

"დღეს მედია ქმნის დღეს წესრიგს და ამინდს, ამიტომ არის ხელისუფლება გადარეული. თქვენს ტელევიზიაში რაც ხდება, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია? არჩევნების წინ აჭარის ტელევიზიის გაკონტროლება ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანაა, ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის მფლობელებს პროკურატურაში არბენინებენ... ერთობლივ კონტექსტში კი ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას აღარ უნდა ამ დოზით თავისუფალი სიტყვა, კარგს მოდგა არჩევნები" - მიიჩნევს ჟურნალისტი. 

"ვუყურებდი ბოლო კვირას ხელისუფლების წევრების მიერ გაკეთებულ კომენტარებს მედიაზე და გამეცინა, გამეცინა რადგან ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს...  20 წელია გადაცემები მიმყავს, მანამდე მიმუშავია კორესპონდენტად, მე ბევრი რამ მაქვს ნანახი და მოსმენილი, ამიტომ ზუსტად ვიცი, როცა ამ ტონით, ისტერიული ტონით, თავს ესხმის ჟურნალისტებს ხელისუფლება, მას უჭირს და ეშინია მოახლოებული არჩევნების, რომლის პროგნოზები მათთვის არ არის იმედის მომცემი, აბა სხვას რას უნდა დავაბრალოთ ეს ტონი?" - ასე აფასებს ტვ პირველი გენერალური დირექტორი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, ბოლო კვირაში მედიის მისამართით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმების ფაქტებს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს იმ ჟურნალისტებს უკითხავენ მორალს, რომლებიც უმწვავეს კითხვებს სვამდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დროს და მათ გაკეთებული გადაცემები იყო, რომელსაც "მაშინდელი ოპოზიცია მოაჯდა".  

"ვის უკითხავდა დღეს მორალს გაუგებარი სიტყვებით მიხეილ ყაველაშვილი, იმ დიანა ტრაპაიძეს, რომელიც ყველა ეპოქაში იყო განსაკუთრებით კრიტიკული. კრიტიკული იმ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, ვისთანაც შეფარულად გვაბრალებენ თანამშრომლობას? 

ვის უკითხავდა მორალს მიხეილ ყაველაშვილი, იმ ნინო ჟიჟილაშვილს, რომელსაც არც ერთი ეთერი არ ქონია, რომელსაც სრულიად კრიტიკული არ იყო მაშინდელი ხელისუფლების მიმართ?

იცით რატომ გახდნენ ასეთი მორალისტები დღეს ხელისუფლებაში? იმას ვეღარ იტანენ, რომ იგივე ჟურნალისტები, იგივე კითხვებს უსმევენ ახლა მათ, რასაც წინა ხელისუფლებას უსვამდნენ. მე დღეს ვხედავ შეშფოთებულ ხელისუფლებას, რომლებსაც მომავალ არჩევნებზე არც თუ ისე გამყარებული პროგნოზები აქვთ.   ან რა უნდათ აჭარის ტელევიზიიდან? მე გეტყვით რატომ უნდა აჭარის ტელევიზიის გაკონტროლება...  იმიტომ, რომ ეს მედია, ბოლო პერიოდში, მე ნათია კაპანაძის პერიოდიდან დავიწყებდი გახსენებას, არის თავისუფალი, ობიექტური, შემტევი და მწვავე... უნდა ხელისუფლებს ახლა ასეთი მედია? რა თქმა უნდა არ უნდა.  

მე ნანახი მაქვს აჭარის ტელევიზიის ეთერში მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობით გადაცემები, მისი ტონი ძალიან წააგავდა იმ ტონს, რომლითაც ირაკლი კობახიძე გესაუბრებოდათ თქვენ, ან ნინო ჟიჟილაშვილს" - ამბობს ინგა გრიგოლია. 

ფიქრობს, რომ თუ ისე განვითარდა მოვლენები, როგორც ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის გუნდს, მოუწევს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. "მე ვიცი, როცა ხელისუფლება ერევა მედიის საქმიანობაში, ჟურნალისტებს ძალიან უჭირთ ობიექტურობის შენარჩუნება. შეიძლება მათ ვეღარ გამოუვიდეთ მთლიანად წართმევა, რადგან 21 საუკუნეა ხალხნო, ინფორმაციას ვეღარავინ დაბლოკავს, ინტერნეტის ეპოქაში ვართ, თუმცა მნიშვნელოვანია ინტერპეტაცია, რომელსაც მისცემს შემდეგ მედია". 

ფიქრობს, რომ ხელისუფლებას არჩევნებამდე ერთი წლით ადრე აღარ სჭირდება ამდენი თავისუფალი სიტყვა და ამიტომ დაიწყო მედიასთან ბრძოლა

"დღეს მედია ქმნის დრეს წესრიგს და ამინდს, ამიტომ არის ხელისუფლება გადარეული. თქვენს ტელევიზიაში რაც ხდება, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია? არჩევნების წინ აჭარის ტელევიზიის გაკონტროლება ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანაა, ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის მფლობელებს პროკურატურაში არბენინებენ... ერთობლივ კონტექსტში კი ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას აღარ უნდა ამ დოზით თავისუფალი სიტყვა, კარგს მოდგა არჩევნები" - მიიჩნევს ჟურნალისტი. 

ფიქრობს, რომ თუ ისე განვითარდა მოვლენები, როგორც ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის გუნდს, მოუწევს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. "მე ვიცი, როცა ხელისუფლება ერევა მედიის საქმიანობაში, ჟურნალისტებს ძალიან უჭირთ ობიექტურობის შენარჩუნება. შეიძლება მათ ვეღარ გამოუვიდეთ მთლიანად წართმევა, რადგან 21 საუკუნეა ხალხნო, ინფორმაციას ვეღარავინ დაბლოკავს, ინტერნეტის ეპოქაში ვართ, თუმცა მნიშვნელოვანია ინტერპეტაცია, რომელსაც მისცემს შემდეგ მედია". 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში