ცირკაჩობას მოეშვან და საქმის კეთებაზე გადავიდნენ - თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს ''დაბოქლომებაზე''

22 ნოემბერი 2019, 11:19 4021 ნახვა

''მე ვურჩევდი მათ ცირკაჩობას მოეშვან და საქმის კეთებაზე გადავიდნენ'' - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს ''დაბოქლომებასთან'' დაკავშირებით გააკეთა.

​''მე ვურჩევდი მათ ცირკაჩობას მოეშვან და საქმის კეთებაზე გადავიდნენ, მოემზადონ არჩევნებისთვის და დაამტკიცონ რისი გაკეთება შეუძლიათ. მათ ბოქლომი ერთხელ უკვე დაადო ქართველმა ხალხმა და რა თქმა უნდა ეს ბოქლომი აღარ გაიხსნება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს, 22 ნოემბერს, უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ჯაჭვით ბოქლომი ჩამოკიდეს.  

უმაღლესი საბჭოს შენობასთან პარტიის წევრები და აქტივისტები დილიდან მივიდნენ. ადგილზე იყო პოლიციაც. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ შენობას სახელმწიფო დაცვა იცავდა, მათ ჭიშკრამდე ვერ მიუშვებდნენ, ბოქლომის ჩამოკიდება კი, მხოლოდ ღობეზე შეეძლოთ. 

აქციის მონაწილეები ელგუჯა ბაგრატიონს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ბაგრატიონი 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს, თბილისში დააკავეს. მას სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში