„ჩამოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში“ - მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა არჩილ თალაკვაძეს აქცია მოუწყვეს

23 ნოემბერი 2019, 13:17 1574 ნახვა

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან წყლის ჭურჭელი მიიტანეს და პარლამენტის თავმჯდომარის   კომოს ტბაზე ვიზიტი გააპროტესტეს. მათი თქმით, მაშინ როცა ქვეყანაში კრიზისული ვითარებაა, არჩილ თალაკვაძე ძვირადღირებულ სასტუმროებში არ უნდა ისვენებდეს. მათივე განმარტებით, პარლამენტის წინ მას ხელოვნური კომოს ტბა მოუწყვეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „შეცვალე”.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში