ნაზი ჯანეზაშვილი კანონდარღვევაზე საუბრობს

23 ნოემბერი 2019, 15:09 1304 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის მოთხოვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა გადაიდოს, გაუგებარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილისთვის.

მისი თქმით, თავაძეს ეს განხილვების დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა, ახლა კი ექსკლუზიურად მისთვის გამონაკლისის დაშვება კანონით შეუძლებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში