აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი მიიჩნევს, რომ რესპონდენტებს, რომლებიც დაპატიჟების მიუხედავად არ მოდიოდნენ სტუმრად გადაცემაში, მაინც ეზღუდებოდათ აზრის გამოთქმის საშუალება.
გიორგი კოხრეიძემ ამის შესახებ, გადაცემა „მთავარში“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.სწორედ ამ და სხვა მისმა განცხადებებმა გააჩინა თანამშრომელთა ნაწილში კითხვები და ეჭვები.