გიორგი კოხრეიძის არჩევის ანატომია

23 ნოემბერი 2019, 20:10 2203 ნახვა

როგორ აირჩიეს მრჩევლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი? სასამართლოს გადაწყვეტილებით დროებით შეჩერებული, შემდეგ კი გაგრძელებული მეოთხე კონკურსის განმეორებით კენჭისყრაში გიორგი კოხრეიძის კონკურენტები იყვნენ მაია მერკვილაძე და ფირუზ ბოლქვაძე.

მეორე კენჭისყრით გიორგი კოხრეიძემ სამი და გადამწყვეტი ხმა მოაგროვა, მეოთხე ხმა, რომელიც პირველ კენჭისყრაზე მაია მერკვილაძეს ერგო, ამჯერად უმისამართოდ დაიკარგა. ევროპული საქართველოს კვოტით წარდგენილმა თამარ წილოსანმა არჩევანი არ გააკეთა.

საბოლოოდ, გიორგი კოხრეიძე მრჩეველთა საბჭოს ქართული ოცნების შემადგენლობამ აირჩია. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სწორედ ის პირია, ვისზეც ინფორმაცია თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა. როგორ განვითარდა მოვლენები საბოლოო კენჭისყრამდე.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში