უსკოს სხდომა

10 სექტემბერი 2016, 00:00 3678 ნახვა

ამ წუთებში უმაღლესი საარჩევნო კომისიის  სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც  საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლები უნდა  აირჩიონ.  მათ შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.  განაცხადი უსკოში 15-მა მსურველმა შეიტანა. დღეს, კომისიის წევრებმა კანდიდატები 6 ვაკანტურ პოზიციაზე უნდა შეარჩიონ. ბათუმის N79-ე და ხულოს N84-ე ოლქებში ორ ორი კანდიდატი,  თითო კი ქობულეთის N81-ე და ხელვაჩაურის N83-ე საოლქო საარჩევნო კომისიებში. განაცხადების მიღება უსკოში 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლებს აუცილებელია ჰქონდეთ საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი, შესაბამისი გამოცდილება და არ უნდა იყვნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში