სადაც არ იქნება ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარები, იქ არ დავაყენებთ კანდიდატს - "ქართული ოცნება"

25 ნოემბერი 2019, 11:49 1361 ნახვა

 

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი​, კახი კალაძე ამბობს, რომ პარლამენტში პოლიტიკური მრავალდეროვნების შესაქმნელად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, იმ სამაჟორიტარო ოლქებში არ დააყენებენ კანიდდატურას, სადაც კენჭს არ იყრის ნაციონალური მოძრაობა, მისი ორი ფლანგი და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ფიგურები.  

"მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების ყველაზე მთავარი იდეა" - განაცხადა კახი კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში