პარლამენტის ეზოში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზაციაა

25 ნოემბერი 2019, 12:18 1527 ნახვა

პარლამენტის ეზოში დილიდან სამართალდამცველების მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის ავტომობილები დგას. ადგილზე, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო მანქანები.  ცნობილია, რომ ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია და პიკეტირება განახლდება.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით უმრავლესობას პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები 7 საათიდან, შეკრებას რესპუბლიკის მოედანზე აპირებენ, რის შემდეგაც პარლამენტის შენობისკენ მისვლას მსვლელობით აპირებენ. პარალელურად, იგეგმება მხარდამჭერების მობილიზება რეგიონებიდან. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პერმანენტული აქციები  კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში