Google-ი ცდილობს დასაქმებულ მშობლებს შვილებთან ურთიერთობაში დაეხმაროს

25 ნოემბერი 2019, 13:57 3142 ნახვა

Google-მა დასაქმებული მშობლების ყოველდღიური რეჟიმის გასამარტივებლად, ახალი საშუალება გამოიგონა. მშობლების პრობლემის მოგვარებას,რომლებიც ფიზიკურად საკმარის დროს ვერ ატარებენ შვილებთან, ტექნოლოგია შეეცდება.

მშობელს შეუძლია ჩაწეროს ზღაპრები, სასიამოვნო ფრაზები, სიმღერები და სამსახურში წასვლის შემდეგ, მისი ხმა მოასმენონ შვილებს. სიახლე დასაქმებულ მშობლებს საშუალებას მისცემს, მივლინებაში ისე წავიდეს, ნაკლებად ინერვიულოს. მათ ტექნიკური ასისტენტი იმ ასაკამდე ჩანაცვლებთ, ვიდრე ბავშვი დააფიქსირებს, რომ მშობელი კი არა, ტექნოლოგია ესაუბრება. 

წინასწარ ჩაწერილი აუდიო ფაილე​ბი, Google-ს ასისტენტის ბაზაში შეინახება, ხმოვანის სიგნალის  მეშვეობით, My Storytime-ში გააქტიურება და მისი ჩართვა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. 

საინტერესოა ისიც, რომ  სისტემა კატეგორიების მიხედვით იქნება დაყოფილი, რაც უფრო მარტივს გახდის მის მოხმარებას. აუდიო ფაილების მოსმენა კი, მსოფლიოს ყველა ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში