თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სამართალდამცავები იმოქმედებენ ადეკვატურად - მამუკა მდინარაძე

25 ნოემბერი 2019, 21:47 1399 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ აქციის წევრების მხრიდან პარლამენტის პიკეტირება მოხდება და მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებს სახელმწიფო ინსტიტუტი, პოლიციას ექნება ადეკვატური რექცია.

"ხელისუფლების გეგმა არის ის, რაც ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა აღსრულდეს კანონი. თუ ვინმე არ დაარღვევს კანონს, მას უნდა მიეცეს პროტესტის გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც არასდროს, უზრუნველყოფილია. თუ ვინმე მოახდენს, მაგალითად პარლამენტის ბლოკირებას, შესაბამისი და ადეკვატური ზომები იქნება სახელმწიფოს მიერ მიღებული. თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სამართალდამცავები იმოქმედებენ ადეკვატურად. ჩვენ წინა შემთხვევაშიც მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით. ადამიანების ჯანმრთელობასაც, მათ შორის, ადამიანების გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად გავუფრთხილდეთ. ეს არის ჩვენი ვალი და ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში