ვითარება პარლამენტთან - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

26 ნოემბერი 2019, 12:06 1277 ნახვა

პარლამენტთან კვლავ ხალხმრავლობაა. ბოლო ორ კვირიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში, ხელისუფლება წყლის ჭავლს მეორედ იყენებს და აქციის მონაწილეებს ამ ფორმით შლის.   რუსთაველის ტერიტორიაზე კონტროლი გამკაცრებულია და გადაადგილება შეზღუდული. ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული და ავტობუსებით გზა აქვთ გადაკეტილი.

 აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ რჩებიან. გუშინ როგორც იყო დაანონსებული,მოქალაქეები და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ პარლამენტთან, მოახდინეს შესასვლელების პიკეტირება, სპეცდანიშნულების რაზმმა  კი  მას შემდეგ მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს, დაახლოებით დილის 5 საათზე,  მათი დაშლა მაინც მოახდინეს. დაშავდა 4 მოქალაქე, მათ შორის მთავარი არხის ჟურნალისტი, ვასილ დაბრუნდაშვილი, შს ინფორმაციით დაკავებულია 28 პირი,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლებით.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში