არმაზ ახვლედიანის ბრალდება

10 სექტემბერი 2016, 00:00 4345 ნახვა

მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის არმაზ ახვლედიანის საარჩევნო ბილბორდი 4 დღის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსდა, 3 დღის შემდეგ კი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩამოხსნა. აღნიშნულ ადგილას დღეს უკვე სხვა სარეკლამო ბანერია. არმაზ ახვლედიანის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მას წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის. ამ და სხვა ფაქტების შესახებ მან უკვე აცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებს. მერიაში აცხადებენ რომ საკრებულოს დადგენილების მიხედვით არსებობს ადგილები, სადაც არ შეიძლება საარჩევნო ბანერის განთავსება. ამ წუთებში ქართული ოცნების ოფისში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ირაკლი ჭეიშვილი აკეთებს. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში