შეწყალების ფორმა მარტივდება მსჯავრდებულებისთვის, ვინც მსუბუქი დანაშაული ჩაიდინა

26 ნოემბერი 2019, 17:03 2027 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, შეწყალების პროცესში საქმეების განხილვის პირობები დიფერენცირებული იქნება, დანაშაუალის სიმძიმის მიხედვით. 

უფრო კონკრეტულად კი, მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე საქმეებზე გადაწყვეტილებებისთვის,  განხილვის სპეციალური კრიტერიუმები შემუშავდა. 

"შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.  
შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.  
შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე  გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან".
 
2021 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში