პატრიარქმა ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო

26 ნოემბერი 2019, 20:04 1482 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო - ინფორმაცია და ვიდეო-მასალა ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.  

კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით მიმართვისას კი მთავარ პრობლემად ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაასახელა. ამასთან განაცხადა - „სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის.

უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა ილია მეორემ. ამასთან გავრცელდა დიპლომატების განცხადებებიც. ,,თქვენი მესიჯი ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთული პერიოდისთვის“ – უთხრა პატრიარქს ბრიტანეთის ელჩმა.  „თქვენი მორალური ავტორიტეტით დაამსხვრიეთ ბოროტების ჭურჭელი, რაც საფრთხეს უქმნიდა თქვენს ერს“ - აღნიშნა საბერძნეთის ელჩმა. „ძალიან დიდი კავშირია ჩვენ ქვეყნებს შორის.
 

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენს შორის გაჩენილი ასეთი სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან აღიზიანებთ ჩვენს არაკეთილისმსურველებს. სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ”, – ეს კი თურქეთის ელჩის განცხადებაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში