უსკოს სხდომა

10 სექტემბერი 2016, 00:00 2540 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლები აირჩიეს. კანდიდატები 6 ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა: ბათუმის N79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში: ლევან დუაძე და რუსუდან ბერიძე,  ხულოს N84 -ე საოლქო საარჩევნო კომისიაში: ასმათ და შორენა ბოლქვაძეები,  ქობულეთის N81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში: გიორგი ჩავლეიშვილი,  ხელვაჩაურის N83-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კი  ნარგიზ ძირკვაძე. მსურველებს რამდენიმე   კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოეთხოვებოდათ, მათ უნდა ჰქონოდათ საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი და არ უნდა ყოფილიყვნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. კანდიდატების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდდა.  განაცხადი უსკოში 15-მა პერეტენდენტმა შეიტანა. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში