„ვაშინგტონ პოსტი“ – საქართველოში დემოკრატია კრიზისისკენ მიემართება

27 ნოემბერი 2019, 15:11 1168 ნახვა

გაზეთი ვაშინგტონ პოსტი აქვეყნებს სტატიას, რომლშიც საქართველოში მიმდინარე პრობლემების მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.  “საქართველოში დემოკრატია კრიზისისკენ მიემართება“ - ეს არის სათაური ვრცელი სტატიისა. 

გამოცემა წერს, რომ მმართველი პარტიის ლიდერი იმ ქვეყანასთან ცდილობს ურთიერთობის დალაგებას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს.სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა კრემლიდან არაერთი მაგალითი გადმოიღო. მათ შორის, მედიაზე კონტროლის დამყარება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ბიზნესის შევიწროება.

გამოცემა წერს, რომ დასავლელი პარტნიორები ივანიშვილისგან საარჩევნო ცვლილებას მოითხოვენ, რაც მას მომავალ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებას უზღუდავს  და  რომ მოსკოვისთვის ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა საუკეთესო ვარიანტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში