ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

27 ნოემბერი 2019, 20:05 2027 ნახვა

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ს წარმომადგენლობების განცხადებების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის წერილს აქვეყნებს „ამერიკის ხმა.“ უწყება მხარს უჭერს შეკრების თავისუფლებას და მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

Amnesty International ​ -ი კი წერს, რომ მთავრობის მიერ 18 და 26 ნოემბერს ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი.  მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბედ რუდის შეხვედრაზეც - ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ელჩებს გასულ კვირასაც შეხვდა. მაშინაც ინფორმაცია და ვიდეო - მასალა, დეტალების გარეშე, პარტიამ გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში