"არ დავშალეთ გუნდი, შევინარჩუნეთ სტაბილური უმრავლესობა", - ბიძინა ივანიშვილი კანონპროექტის ჩავარდნაზე  

27 ნოემბერი 2019, 23:51 1787 ნახვა

"არ არის პროპორციული სისტემა უსამართლო, თუმცა მნიშვნელოვან იყო, რომ საზოგადოებაში ეს განცდა გამქრალიყო, ამიტომაც კარგია, რომ ჩვენ ცვლილებები კონსტიტუციაში ავსახეთ... მე განვიცდი და გუნდშიც განიცდიან, ჩვენ გვქონდა რესურსი, რომ არ დაგვერღვია სიტყვა. სამწუხაროდ ასე მოხდა. ყოველთვის არჩევანი არ გვაქვს კარგსა და უკეთეს შორის, არჩევანი იყო ცუდსა და უარესს შორის და ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება. მე ამაში აქტიურად ვიყავი ჩართული. არ დავშალეთ გუნდი, შევინარჩუნეთ სტაბილური უმრავლესობა, უმრავლესობის დაშლა იქნებოდა ტრაგედია. მე მიყვარს გამონათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელია. ცხადია ცუდი იყო რაც მოხდა, მაგრამ აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები. დასკვნები მრავალმხრივი და გავაგრძელოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება." - ამბობს ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში პროპორციული სისტემით კანონპროექტის ჩაგდების შესახებ.

"ქართული ოცნების" ლიდერი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს ცვლილებების მოთხოვნის უფლება.

"რა უფლებით ითხოვს ნაციონალური მოძრაობა რაიმეს შეცვლას? მათთან ჩვენ პასუხი გასაცემი არ გვაქს, საზოგადოებასთან გვაქვს პასუხი გასაცემი.

ამომრჩეველს შეუძლია ჩვენ დაგვსაჯოს, მაგრამ არა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ქუჩაში რომ დგანან და შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი. ნახეთ როგორი კონსტიტუცია მივიღეთ 2017 წელს. ნახეთ როგორი თანმიმდევრული იყო ოცნება... 2012 წელს მოვედით, პარლამენტი იყო კოალიციური. კოალიციაში ვინც იყო თავმჯდომარე თითი-თითზე არ დაუდვია და ცვლილება არ დაუწყია. 

ჩემთან ჰქონდა საუბარი ცვლილებები 2016 წელს დაგვეწყო თუ 2020-ში... დაეწყო მაშინვე ცვლილებები, გამოეტანა ხალხში, იქნებ მაშინვე მიგვეღო გადაწყვეტილება. ყველანი თანახმა ვიყავით, რომ 2020 წელს გადავსულიყავით სრულიად პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ რა ქნეს მათ? გამოუცხადეს ბოიკოტი კონსტიტუციას, რომელიც ერთ კაცზე მორგებულის ნაცვლად, ტიპიურად ევროპული კონსტიტუცია იყო.

რომ შევაფასოთ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად აღიქვამენ გუნდის წევრები ემოციურად. მე ვთქვათ მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად, ვიღაც კიდე სხვანაირად.

თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული ქვეყნები, არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი გეგმები. არაფერი დრამატული არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევაფასებთ. მითუმეტეს იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან ქუჩაში ისევ, ეს ქუჩის ოპოზიცია", — განაცხადა ივანიშვილმა.

" - ამბობს ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში