41 დოლარიანები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით

28 ნოემბერი 2019, 10:53 1793 ნახვა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან 41 დოლარიანები მიიტანეს, რომელზეც პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია გამოსახული. 

''ევროპული საქართველოს'' წევრებმა პერფორმანსი გამართეს. აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან ჩემოდნებით მივიდნენ. თქვეს, რომ მიიტანეს ის, რისიც ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია და ასევე ის, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს. ​

​''მოვაწყვეთ პერფორმანსი... რისიც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილს ის გვედო სწორედ ამ ქეისში, იდო შეშა... ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ შეშის ამოღება ხდება და ის კანონსაწინააღმდეგო ნივთადაც ჩაითვალა. ყველაზე მეტად რაც უყვარს ისიც წამოვიღეთ, მისი გამოსახულებით დავბეჭდეთ 41 დოლარიანები'' - უთხრა ჟურნალისტებს ​​ცოტნე ვადაჩკორიამ, რომელიც ''ევროპული საქართველოს'' წარმომადგენელია. 

მოგვიანებით კი, მოძრაობა გაბედეს აქტივისტებმა პარლამენტთან, რკინის ჯებირების წინ სიმბოლური საზღვარი გაავლეს, რომელზე ბიძინა ივანიშვილის 41-დოლარიანებია ჩამოკიდებული. მათი თქმით, ეს საზღვარი თვითონ ბიძინა ივანიშვილმა გაავლო. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში