მომხრეები გვსაყვედურობენ, რომ კასრების ჩანაწერები ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა - გია ვოლსკი

28 ნოემბერი 2019, 12:38 1516 ნახვა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, მმართველ გუნდს მხარდამჭერები საყვედურობენ, რომ გაცილებით მკაცრი უნდა ყოფილიყვნენ და რეალობა ხალხისთვის ნათლად ეჩვენებინათ. მათ შორის კასრების ჩანაწერები. 

''ერთი და იგივე კითხვები და ერთი და იგივე პასუხები, ახალს ვერაფერს მოვიგონებთ. უბრალოდ დღეს შევამჩნიე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც 2011- 2012 ში დისკომფორტს გვიქმნიდნენ, დღესაც აქციის ორგანიზატორებს შორის არიან. არის თუ არა ეს შეცდომა მე მგონი არა. ქვეყანა, სახელმწიფო უნდა იყოს ლოიალური თავისი მოქალაქეების მიმართ და არც საპროტესტო აქცია არ არის ახალი ევროპული დემოკრატიისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანებთან ერთად დგომა, რომლებიც ავტორები არიან კასრების ჩანაწერების, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს აღმოვაჩინეთ, არის ძალიან უხერხული, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან.

ეს ერთი და მეორე თემა, ჩვენი მომხრეებისგან საყვედურს ვიღებთ, რომ სწორედ ეს კასრების ჩანაწერები და ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა, გაცილებით უფრო მკაცრები უნდა ვყოფილიყავით. ესეც არის საგულისხმო, თუმცა მე მაინც იმ პოლიტიკას ვუჭერ მხარს, რაზეც თუნდაც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ამასწინათ“, - უთხრა ჟურნალისტებს ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში