რკინის კონსტრუქციები და ასობით პოლიციელი პარლამენტთან - დღეს პიკეტირება შეწყდა

28 ნოემბერი 2019, 15:17 1625 ნახვა

რკინის კედელი სამართალდამცველებმა დღის მეორე ნახევარში დაშალეს. ამ დროს შეწყვიტეს პიკეტირების მცდელობა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. მანამდე კი დეპუტატებს შეძახილებით დახვდნენ. კედელს მიღმა უმრავლესობის დეპუტატებმა სხდომა ჩაატარეს.

სხვა სხდომებისგან განსხვავებით არჩილ თალაკვაძეს დაწყებისას განცხადება არ გაუკეთებია. მან არც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა შენობაში შესვლისას.  

„გერმანულ მოდელს ვითხოვდით და მივიღეთ ბერლინის კედელი“ - ამბობენ აქტივისტები. ეს თემა აქტუალურია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს გავრცელების შემდეგაც. რა ხდებოდა დილიდან პარლამენტის შენობასთან.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში