ბატონო ბიძინა, გწერთ "ბელადის მიერ მართული ახალგაზრდები" - აქციის მონაწილეების განცხადება

28 ნოემბერი 2019, 16:38 2096 ნახვა

სოციალურ ქსელში, პარლამენტის პიკეტირება 29 ნოემბერს დაანონსდა, პარალელურად კი აქციის ორგანიზატორებმა  ბიძინა ივანიშვილის  სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს.

"ბატონო ბიძინა,  გწერთ "ბელადის მიერ მართული ახალგაზრდები", დიახ, ჩვენ ვერც დაჭერის შიშით შეგვაჩერებთ, ვერც ნიკა ლალიაშვილთან მონოლოგის დროს თითის ქნევით, ვერც თქვენი ტრიუკებითა და ვერც დასახიჩრების შიშით.

ჩვენთვის თქვენ ერთადერთი მიზეზით ხართ საშიში - ქვეყანას აზიანებთ და ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, ეს ქნათ.

საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, ჩვენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ კი არ წავალთ - აქ დავრჩებით, ვიქნებით ევროპის ნაწილი, განვვითარდებით პროდასავლური კურსით.. უფრო მეტიც, ის ადამიანებიც დაგვიბრუნდებიან, რომლებმაც ქვეყანა წლებია დატოვეს - სხვა ქვეყანაში თავის რჩენის იმედად.

თქვენ ჩვენთვის დასრულებული ხართ, ამიტომ, კიდევ ამოიშენეთ რკინის კედლები და გამოიყენეთ ქართული პოლიცია პირად დაცვად. ჩვენთვის ეს სულერთია. 

ხვალ, ჩვენ ისევ მოვალთ და ისევ არ მოგცემთ თქვენ მშვიდად ძილის და თქვენს პარლამენტარებს თავიანთ სკამებზე უსაქმურად მოკალათების საშუალებას. 

ჩვენ ქვეყანა გვაქვს დასაკარგი, თქვენ კი, მხოლოდ თქვენი მილიარდები გაწუხებთ. 

29 ნოემბერს, 10:00-ზე, პარლამენტთან, პიკეტი მონა მაჟორიტარებს და მათ უნიჭო დრამატურგს - ბიძინა ივანიშვილს! 

ერთად ერთი წინააღმდეგ, ქვეყნის სამსახურში!" - წერია განცხადებაში. 

გუშინ, ბიძნა ივანიშვილმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ვრცელი ინტერვიუს დროს თქვა, რომ პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს ბელადი მართავს. ასევე ტქვა, რომ "ნუ ურტყამთ კედელს თავს, არაფერი არ გამოვა"

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სპეცრაზმმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში