დესტრუქციულ ქმედებად აფასებს ქვეყნის პრემიერი რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებს

28 ნოემბერი 2019, 18:24 1659 ნახვა

დესტრუქციულ ქმედებად აფასებს ქვეყნის პრემიერი რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებს, ამბობს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიზანია სახელმწიფოს ბლოკირება. გიორგი გახარიამ, მინისტრებს მოუწოდა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობა უზრუნველყონ.

ოპოზიცია კი უკან დახევას არ აპირებს, მათი მოთხოვნების შესრულებამდე მშვიდობიან პროტესტს და პიკეტირებას აანონსებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად და სამართლებრივად გაშიშვლებულია.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში