პარლამენტის პიკეტირება ხვალ განახლდება

28 ნოემბერი 2019, 20:10 1456 ნახვა

კრიზისს არ აღიარებენ, მაგრამ პარლამენტთან ბარიკადები აღმართეს - დღეს დილით აქციის მონაწილეებს   საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან ლითონის კედელი დახვდათ. ეს მოქალაქეთა ნაწილმა ბერლინის კედელს შეადარა და „თბილისის კედელი“ უწოდა.

მოუწევთ თუ არა უკვე დაშლილი რკინის კედლის ხელახლა აღმართვა სამართალდამცველებს ეს ხვალ გაირკვევა, რადგან პარლამენტის პიკეტირება ხვალისთვის ისევ დაანონსდა, პარალელურად კი აქციის ორგანიზატორებმა  ბიძინა ივანიშვილს  სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში