''კარგია, რომ ნულოვანი პროპორციული ჩავარდა, თემა დახურულია - თეა წულუკიანი

29 ნოემბერი 2019, 11:56 1390 ნახვა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან  ხმაურია, ისმის საყვირების ხმა. ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები არიან შეკრებუილები. ხმაური იუსტიციის მინისტრის გამოჩენას მოჰყვა, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ სამარცხვინო, მონა. 

''კარგია, რომ ნულოვანი პროპორციული ჩავარდა, თემა დახურულია, მოემზადონ არჩევნებისთის'' - თქვა თეა წულუკიანმა.

მოგვიანებით მინისტრი ჟურნალისტს მიუბრუნდა, რომელსაც კომენტარის ჩაწერის დროს კამერა წაექცა, თეა წულუკიანმა მას მიმართა: ​სტვენიების ხელში კიდევ კარგად ხართ... 

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ადგილზე ათეულობით სამართალდამცველია მობილიზებული. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. იუსტიციის მინისტრი შენობაში კორდონით შევიდა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში