საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ჩვეულებრივზე ადრე მივიდნენ

29 ნოემბერი 2019, 12:22 1182 ნახვა

დღეს ბიუროს და პლენარული სხდომებია დაგეგმილი პარლამენტში, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ადრე მივიდნენ, ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირებისთვის  10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა. მმართველი გუნდი დილით ადრე მისვლაში უცნაურს ვერაფერს ხედავს, ოპოზიციას კი ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება ასლან აბაშიძის  მმართველობის ბოლო პერიოდს ახსენებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში