მოგიწოდებთ ნუ აყვებით პროვოკაციებს და ხმაურს - მინისტრი აქციაზე

29 ნოემბერი 2019, 13:33 1298 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან, სხდომის პარალელურად დღეს აქცია გაიმართა. სხდომაზე ისმოდა საყვირების ხმაც. 

ადმინისტრაციულ შენობასთან ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და აქტივისტები მივიდნენ. 

სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ მოსახლეობა პროვოკაციებს და დესტრუქციულ ძალებს არ უნდა აყვეს. მინისტრთა კაბინეტი კი, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. 

''ჩვენ რა თქმა უნდა არ ავყვებით სხვადასხვა დაინტერესებული პირების დესტრუქციულ ქმედებებს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, ნუ აყვებიან პროვოკაციებს და ხმაურს. გვაქვს მიღებული დავალება აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, რომ ჩვეულებრივ ტემპში და რეჟიმში გავაგრძელოთ საქმიანობა. არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას მოსახლეობაში, რათა გამოიწვიონ მღელვარება'', - უთხრა ჟურნალისტებს ჯაბა ფუტკარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში