„ნაციონალური მოძრაობა“ ინფექციური ბაცილაა - ნუკრი ქანთარია

29 ნოემბერი 2019, 14:15 1034 ნახვა

ოპოზიციას უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტაციამ ის ჩავიდინოთ, რაც დეპუტატს არ შეეფერება, უთხრა ჟურნალისტებს ნუკრი ქანთარიამ. მისივე თქმით, ოპოზიციის პროტესტი „მარგინალიზაციისკენ მიექანება“.

„ქუჩის ოპოზიციაც ნანახი მაქვს, მონაწილეც ვარ, გამწვავება როგორ უნდა მოხდეს, ესეც კარგად ვიცი. თუ ოპოზიციის პროტესტს დრამატიზმის ნიშნები ჰქონდა, ახლა სრული კომიზმია. აბსოლუტურად კომიკურ სიტუაციაში არიან, კომიკურ პერსონებად იქცნენ. თავად კარგად იციან, რომ სრული მარგინალიზაციისკენ მიექანებიან. არის ერთადერთი გზა, რომ ამ ყველაფერს თავი დაანებონ და საარჩევნო რეჟიმში გადავიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ინფექციური ბაცილაა, ვინც მასთან დგება, ინფექცია გადადებული აქვს. ყველა ერთად წავა პოლიტიკურ წარსულში და მათ ადგილზე ნორმალური, ანგარიშგასაწევი ძალა აღმოცენდება. ყველა ადამიანს მოთმინების ზღვარი აქვს და შესაძლოა, ისეთი რაიმე ჩაიდინოს, რაზეც იწვევს ოპოზიცია. უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტაციამ ის ჩავიდინოთ, რაც დეპუტატს არ შეეფერება. აქეთკენ არიან, თუმცა თმენის რეჟიმში ყოფნას მაინც მოვახერხებთ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში