დეკემბერში, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, ამბობს გრიგორი კარასინი 

29 ნოემბერი 2019, 18:35 1685 ნახვა

თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას აანონსებს  გრიგორი კარასინი, უკვე იცის თარიღიც,  მისი თქმით, ეს დაახლოებით ორ კვირაში მოხდება.  რუსმა პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიება, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები დაესწრებიან, ინციდენტების გარეშე ჩაივლის.

რუსულ გამოცემასთან  ის განმარტავს კიდეც, რომ ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ზურა აბაშიძე განმარტავს, რომ კარასინმა თბილისში, რუსეთის სავიზო ცენტრში, რუსული ენის კომერციული კურსების გახსნაზე ისაუბრა. თემას უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში