ჯეიმს აპატურაი: მამხნევებს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ

29 ნოემბერი 2019, 20:02 1448 ნახვა

მნიშვნელოვანია, რომ არის დიალოგი და ნაბიჯი ჩიხიდან გამოსასვლელად - ასე გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი. აპატურაის თქმით, ნატო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან და შეშფოთებით აკვირდება. “ნატო (და მე) საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან და შეშფოთებით ვაკვირდებით. 
 

მოხარული ვარ ცნობებით, ოპოზიციასა და მთავრობას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. საქართველოს აქვს ძლიერი დემოკრატია და ამის დემონსტრირება კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს კონსენსუსის პოვნით” – წერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში