ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხები და კვერცხები ესროლეს

29 ნოემბერი 2019, 21:17 2047 ნახვა

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ცოცხები და კვერცხები ესროლეს. ასევე, კარზე მათ საღებავით „საქათმე“ დააწერეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, „მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელმა, თამთა ბაკურაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნატალია ქუთათელაძეს სახეში კვერცხი ესროლა.

 

 

ფოტო: ქუთაისიპოსტი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში