შეხვედრა დიპლომატებთან ქულის ჩასაწერად თუ კომპრომისის მისაღწევად?

30 ნოემბერი 2019, 12:30 1575 ნახვა

რა მოდელით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები? ამ წუთებში, ხელისუფლება და ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ერთმანეთს ხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. გერმანული მოდელის ე.წ. მოდიფიცირებული ქართული ვარიანტი არ არის იდეალური „პატრიოტთა ალიანსისთვისა“, მაგრამ ამ ეტაპზე, ისინი მხარს უჭერენ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, შეხვედრას იმის გამო დათანხმდნენ, რომ ხელისუფლებისთვის არ მიეცათ იმის თქმის საბაბი, რომ ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალა. ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი ეჭვს უჩენს, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს. როგორც ამბობენ, ფორმატის მიუღებლობის მიუხედავად, მათ არ აქვთ მორალური უფლება, ჩაშალონ ეს ფორმატი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში