გაგრძელდება დიალოგი თუ "პოლიტიკური წვალება"

30 ნოემბერი 2019, 18:30 1950 ნახვა

უშედეგოდ დასრულებული, თითქმის 6 საათიანი შეხვედრა. ხელისუფლება ურყევ პოზიციაზე დარჩა, რომ „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. ოპოზიციონერი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს,რომ  მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მივიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქეებისგან, ოპოზიციისა და სტრატეგიული მოკავშირეებისგან.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ აგრძელებენ ბრძოლას, სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობის მოპოვებისთვის. მიუხედავად შეუთანხმებლობისა, შეხვედრით კმაყოფილია დიპლომატიური კორპუსი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისსასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში