''განვითარებული მოვლენები მილიარდერ ივანიშვილს პოლიტიკურ ღამის კოშმარად გადაექცა'' -Bloomberg

01 დეკემბერი 2019, 15:12 1483 ნახვა

ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისში განვითარებული მოვლენები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ღამის კოშმარად გადაექცა. ასე აქვეყნებს სტატიას გამოცემა Bloomberg.თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ურჩევნია მებაღე იყოს, ვიდრე პოლიტიკოსი. სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონება თითქმის 5 მილიარდ ნახევარი, აშშ დოლარია, გადადგა ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა.

თანაც ეს ხდება, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი. გამოცემასთან ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო. „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკონცერტო დარბაზების, მუზეუმების, ბოტანიკური ბაღებისა და ეკლესიების მშენებლობაში უკვე 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა. ბიძინა ივანიშვილმა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, რაც რუსეთმა გააკეთა სიგიჟეა. მაგრამ თუ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „დღესარჩევნები „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის, რომ ყოფილიყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ის პოლიტიკას დატოვებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში