ოპოზიცია საპროტესტო აქციებს რეგიონებში გეგმავს

02 დეკემბერი 2019, 12:10 1358 ნახვა

ოპოზიცია აქციებს რეგიონებშიც იწყებს.  პირველი აქცია რამდენიმე დღეში ქუთაისში გაიმართება. ოპოზიციის წევრების ინფორმაციით, რეგიონების შემდეგ მხარდამჭერებთან ერთად მასშტაბური აქცია, სავარაუდოდ 9 დეკემბერს, კვლავ დედაქალაქში გაიმართება.  პარალელურად ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეების საკითხის განხილვის დღეს, 9 დეკემბერს გეგმავს.

პარალელურად, ოპოზიცია ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ მოდელს საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს - დეტალები ომბუდსმენის საშუალებით დღეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიასაც მიეწოდება.უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ წინადადება კონსტიტუციისთვის შეუსაბამოა და ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს.ოპოზიციის გეგმების პარალელურად, მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის სამოქალაქო აქტივისტებიც ემზადებიან. დემონსტრანტები პარლამენტის პიკეტირებას 9 დეკემბრისთვის აანონსებენ. რაც შეეხება დღევანდელ გეგმას, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირება დღეს არ აპირებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში