ჯარიმა და დროებით თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა - განაჩენი „ქართუ ბანკის“ საქმეზე

02 დეკემბერი 2019, 18:33 1368 ნახვა

შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე სასამართლომ  ნიკა მელიას 3 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა. ასევე შესაძლოა, მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერონ. დეპუტატს 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მელიას უკვე აღარ აქვს დეპუტატის იმუნიტეტი. აბსურდულს და პოლიტიკურად მართულს უწოდებს თავად ნიკა მელია ამ პროცესებს. მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიცია კი ასე განმარტავს:“ ხელისუფლებამ პოლიტიკური სახის შენარჩუნება ფუჭად დახარჯული დროის შემდეგ, ჯარიმის შეფარდებით სცადა“.  ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს უჭერს მმართველი გუნდი, აცხადებენ, რომ კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში