გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ, ჩვენ პოლიტიკოსები კი ვაგრძელებთ კონსულტაციებს - არჩილ თალაკვაძე

03 დეკემბერი 2019, 10:16 1766 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, ისე როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული. არჩილ თალაკვაძის თქმით, პოლიტიკოსები კონსულტაციებს აგრძელებენ, სიტუაცია კი ძალიან მალე დამშვიდდება.

''კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმებს, გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ, ჩვენ პოლიტიკოსები კი ვაგრძელებთ კონსულტაციებს და დიალოგს. 

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ინცინდენტის პრევენცია მოხდეს წინასწარ. ჩემი პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებს, რაც გუშინ ვნახეთ, უკვე რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. კი ბატონო, მე თუ მკითხავთ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართებით აქტივობები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა.

პროტესტის გამოხატვა უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, ისე როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და წინასწარ მოხდეს პრევენცია. ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაცია იქნება, მომავალში იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც პროვოცირებას აკეთებს ამ ტიპის ძალადობის, გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული ზომები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია ძალიან მალე დამშვიდდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში