მრცხვენია, რომ ერთ დროს ბონდო თედორაძის პედაგოგი ვიყავი - ქობულეთის მერი

03 დეკემბერი 2019, 12:17 5159 ნახვა

ქობულეთის მერიის შენობაში, ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო. მირიან ქათამაძე და დეპუტატი ბონდო თედორაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ისმოდა ფრაზები: ზონდერი, უზრდელი, კრიმინალი.

''ერთიანიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ამბობდნენ, რომ სამუშაო კაბინეტებში შესვლა უნდოდათ, ამის საშუალებას კი არ აძლევდნენ. 

ქობულეთის მერმა კი თქვა, რომ ოპოზიცია მერიის აპარატის მუშაობას აფერხებენ. 

​''მცხვენია, რომ ერთ დროს ბონდო თედორაძის პედაგოგი ვიყავი. მე ყველაზე დიდი ბრალი მაქვს იმაში, რომ მას იურიდიული ფაკულტეტის დიპლომი აქვს. ეს არის სამარცხვინო... ბონდო თედორაძე შემოვარდა ჩემთან მისაღებში. ჩვენ მათ წესრიგის დაცვისკენ მოვუწოდეთ, ეს ადამიანები ყოველდღიურად  ცდილობენ იმას, რომ მაქსიმალურად მოშალონ მერიის აპარატის მუშაობა. თითქოს პროტესტს გამოხატავენ, ამ ადამიანებს პროტესტის გამოხატვის კულტურა არ აქვთ. 

ესენი არიან ჩამოყალიბებული კრიმინალები. 9 წლის განმავლობაში კრიმინალები იყვნენ და მათთან ერთად მართავდნენ ქვეყანას. იგივე პრინციპით აგრძელებენ მუშაობას დღეს ოპოზიციაში. 

თუ მათ ოდნავ მაინც იმედი აქვთ, რომ მერიაზე მოახდენენ ზეგავლენას, ან ჩვენი პარტიის რომელიმე მხარდამჭერზე ძალიან ცდებიან. ყველა მეთოდი, რომელსაც ისინი იყენებენ დაძველებულია. ქობულეთში ეს მეთოდები არასდროს არ გასულა და არც გავა. მივმართავ მათ, ამაზე პასუხს გაგცემთ ხალხი.  მე გირჩევთ მოემზადოთ არჩევნებისთვის და მარცხისთვის. ამას მალე დაინახავს'' - ამბობს მირიან ქათამაძე. 

რაც შეეხება შენობაში პოლიციის მობილიზებას, მირიან ქათამაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის არის იქ, სადაც სამართალდარღვევის პრევენციაა საჭირო. ''ამ ქვეყანაში არის წესრიგი და კომპეტენციები. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დესტაბილიზაციის მცდელობა ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, არის ერთ-ერთი სანიმუშო დაწესებულება. ამასთანავე მე როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი კანონის თანახმად ვალდებული ვარ, რომ დაწესებულებაში იყოს სრული წესრიგი და არც ერთ ჩემს თანამშრომელს არ შეექმნას დისკომფორტი, მითუმეტეს ნაციონალური მოძრაობისგან.

ქობულეთის მერი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებისა და პარტიული აქტივის მობილიზება არ მომხდარა. მისი თქმით, მერიაში ყოველთვის არის ხალხმრავლობა, მითუმეტეს დღის პირველ ნახევარში. 

"აქ არიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე პროფესიული სფეროს წარმომადგენლები და აქ შეიძლება იყოს კონკრეტული ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაგრამ მათ აქვთ კონკრეტული საქმე. არავითარი მობილიზაცია არ ყოფილა, ეს არც გვჭირდება. დასასრულისკენ მიმავალი, ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ჯგუფისგან ვის სჭირდება დაცვა. ისინი სასაცილოები და საცოდავები არიან", - განაცხადა მირიან ქათამაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში