ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

11 სექტემბერი 2016, 00:00 2604 ნახვა

17-22 სექტემბერს, ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს. ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ბათუმის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალს, სახელწოდებით Batumi Music Fest უკვე მეოთხედ მართავს. ამჯერად ფესტივალს ეწვევიან გამოჩენილი არტისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შესრულდება მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრები. 

ამავე კატეგორიაში