„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

03 დეკემბერი 2019, 20:00 1790 ნახვა

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ზუგდიდშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მათ ოპოზიციის ოფისს კვერცხები ესროლეს. კარებთან კი ცოცხები, ყავარჯნები და საპროტესტო პლაკატები დატოვეს.

ლაივპრესის ცნობით, ყავარჯნის სროლისას ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა. ამასთან, მანიფესტანტებმა ჩაამსხვრიეს ოფისის მინები. ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები. ამბობენ, რომ ახსოვთ ახალაიების და მეგის ქარდავას პერიოდი და ამ დროის დაბრუნებას აღარ დაუშვებენ.

დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები სხვადასხვა წარწერით: „ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“, „აიკრძალოს ნაცმოძრაობა“, „7 ნოემბერი გვახსოვს“.. აქციის დროს ოპოზიციის მხარდამჭერები ოფისში იმყოფებოდნენ. მათ ოფისის ფანჯრებიდან პლაკატები გადმოყარეს, იყო სიტყვიერი დაპირისპირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში