ამინდი, ბათუმი - ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს

04 დეკემბერი 2019, 10:08 1827 ნახვა

აჭარაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, თუმცა  დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. 5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

 

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +9 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +8

შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3 დღისით +4

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. მცირე თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -6 დღისით +2

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ღამით თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +6

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი და ქარბუქი დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -8 დღისით -4

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში