ვლადიმერ პუტინი ავაზაკია ​- სენატორი კორი გარდნერი

04 დეკემბერი 2019, 10:17 1402 ნახვა

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი ავაზაკია და რუსეთის ფედერაცია სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა სცნონ.

კომიტეტში გაიმართა მოსმენა „რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შესავალ სიტყვაში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და სენატორმა ჯეიმს რიშმა.  

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ,  ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასა და ტერიტორიების მიტაცებას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში