მებაჟეებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

04 დეკემბერი 2019, 10:45 1563 ნახვა

ქუთაისის აეროპორტში ეჭვის საფუძველზე, მებაჟეებმა საქართველოს, თურქეთისა და ბრიტანეთის  მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 440 აბი და 11 კაფსულა ნარკოტიკული, 208 აბი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

გამოძიება 260_ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში