ხმაური და დაპირისპირება ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოფისებთან შუახევსა და ხულოში

04 დეკემბერი 2019, 20:35 1436 ნახვა

ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ოფისებთან. ხულოში  დეპუტატის ბიუროსთან, "ალტერნატივას" და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მივიდნენ და პროპორციული არჩევნების კანონოპროექტის ჩაგდება გააპროტესტეს. შენობაში მობილიზებული იყო პოლიცია.

სამართალდამცველებმა აქტივისტები გარეთ გაიყვანეს. რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. დღის მეორე ნახევარში კი ხმაური იყო შუახევის მერიის შენობასთანაც. აქაც აქტივისტები ბიუროში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის საშუალებას მერიის თანამშრომლები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და პოლიცია არ აძლევდა.  დაპირისპირებაში ჩართულები იყვნენ შუახევის მერის მოადგილე და საკრებულოს წევრები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში