აქციები და კონტრაქციები - პოლიტიკური შეფასებები

04 დეკემბერი 2019, 20:25 1295 ნახვა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების საპროტესტო აქციები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საქართველოში 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი ჩააგდო. აქციების და პიკეტირების მცდელობის შემდეგ, აქტივისტებმა და ოპოზიციამ იმ მაჟორიტარების ბიუროების დაბოქლომება დაიწყეს, ვინც საკუთარი გუნდის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

ამას ბოლო დღეებში კონტრაქციები მოჰყვა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრების მხრიდან. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო აღკვეთს ყველა ძალადობას და არ დაუშვებს რაიმე ტიპის დაპირისპირებას, ან ვითარების ესკალაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში